28 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
მზადება დღესასწაულისთვის - თბილისის რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება

მზადება დღესასწაულისთვის - პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტის გენერალური რეპეტიცია დღის ბოლოს დასრულდა. "გვიყვარდეს ერთმანეთი" - ასეთია კონცერტის სლოგანი. მუსიკალური ნომრების შესრულება სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ზუსტად ღამის 12:00 საათზე დაიწყება.

პროგრამა ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ მელოდიებზეა აგებული. ორგანიზატორები თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს განსაკუთრებულ ღამეს ჰპირდებიან. მასშტაბურ პროექტში 300-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.

შეგახსენებთ, გასულ წელს პანდემიის გამო საახალწლო ღონისძიებები თბილისსა და მთელს ქვეყანაში საკმაოდ მოკრძალებულად ჩატარდა.

დღის ამბები