28 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
ღამის კლუბებს 31 დეკემბერს და 1 იანვარს ღონისძიებების გამართვა შეეძლებათ - საკოოდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს და 1 იანვარს ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ.

სექტორთან კონსულტაციების შედეგად, მიღწეულია შეთანხმება, რომ ღონისძიებებზე დაიშვება სტუმართა შეზღუდული რაოდენობა, გამკაცრებული რეგულაციებით, რაც გულისხმობს შემდეგს:

- ღამის კლუბში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული პირები;
- პირები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი;
- აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სავალდებულოა 48-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა;

რეგულაციების აღსრულებას შესაბამისი უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

დღის ამბები