28 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
ეპიდემიოლოგების პროგნოზით, "ომიკრონი" წინა შტამს იანვარში მთლიანად ჩაანაცვლებს

მსოფლიო დელტას და ომიკრონის ცუნამს ელოდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დარწმუნებულია, რომ ახალი ტალღის შეჩერება შეუძლებელია, რაც ინფიცირების მასშტაბების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს.

"ომიკრონი",  თბილისისა და აჭარის შემდეგ კახეთში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთშიც დაფიქსირდა.

მხოლოდ დღეს, ლუგარის ლაბორატორიამ 26 ახალი შემთხვევა გამოავლინა, რაც ინფიცირებულთა კონტაქტებს კიდევ უფრო ზრდის, თუმცა რეალურად ახალი შტამის სტატისტიკა 3-ჯერ მეტია.

ეპიდემიოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ სამხრეთ აფრიკული შტამი "დელტას" იანვარშივე მთლიანად ჩაანაცვლებს.

ამ ეტაპზე "ომიკრონის" სულ 92 დადასტურებული შემთხვევაა. კლინიკაში მხოლოდ 3 გადის მკურნალობას. ახალი შატმით ინფიცირებული, უკვე გამოჯანმრთელებული დედა-შვილი კი ციციშვილის კლინიკიდან დღეს გაწერეს. ექიმები ვირუსის გავრცელების საფრთხეს სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ უფრო ხედავენ.

"დიდი ალბათობით დგება ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვის საშიშროება,"- ამბობს პაატა იმნაძე.

ინფიცირების გადაცემის ჯაჭვის დადგენა ეპიდემილოგებს ჯერ არ უჭირთ. თუმცა სხვა ქვეყნების მაგალითზე სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ახალი შატმის შიდა მასიური გავრცელება იანვრის შუა რიცხვებში დაიწყება.

მოსალოდნელ საფრთხეებსა და რისკებზე საუბრობენ ექმები. მათთვის საგანგაშო ორივე შტამის ერთად ცირკულირებაა. ომიკრონი გაზრდის ინფიცირებულთა რიცხვს, დელტა შტამის შემთხვევაში კი, კლინიკები ისევ მძიმე პაციენტებით გადაიტვირთება. სპეციალისტებს ამ მოცემულობაში ეპიდემიოლოგიური სტაბილურობაზე საუბარი უჭირთ.

დღეს სრული მოსახლეობის მხოლოდ 30 %-ია ვაქცინირებული. მესამე დოზა კი, 72 ათას ადამიანს აქვს გაკეთებული. ინფექციონისტები, ეპიდემილოგები ამბობენ, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებლების შესამცირებლად ვაქცინაციის პროცესში მეტი აქტიურობაა საჭირო.

დღის ამბები