28 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
სახეზეა ერთი პატიმრის კაპრიზები და ახირებები, სააკაშვილს ჰგონია, რომ ისევ პრეზიდენტია... - თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანას გამოეხმაურა.

"რაკი პატიმარი იქნა გადაყვანილი ერთი დაწესებულებიდან მეორეში, ეს ნიშნავს, რომ სამედიცინო მოსაზრებებით ამგვარი გადაწყვეტილება იყო დასაბუთებული, სხვ მხრივ ამგვარი გადაყვანები არასდროს ხდებოდა და არც რა თქმა უნდა, ახლა მომხდარა," - აღნიშნა წულუკიანმა.

მისი თქმით, კარგი იქნება, სააკაშვილი თუ გაიაზრებს, რომ პატიმარია და შეზღუდული აქვს უფლებები, თავისუფლება აქვს აღკვეთილი და სწორედ ამიტომ არის პატიმარი.

"სამედიცინო პერსონალი როდესაც მიიჩნევს, რომ მკურნალობის კურსი არის დასრულებული, პატიმარს არავინ ეკითხება, რომელ დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს. ასე იყო ყოველთვის, ყველა პატიმრის შემთხვევაში და ასეა ამ პატიმრის შემთხვევაშიც. მას შემდეგ, რაც ე.წ. მატროსოვის ციხე გაუქმდა, მინდა, ადვოკატებს შევახსენო, რომ ნომერ მეთორმეტე დაწესებულებაში მოიხადეს სასჯელი ბატონმა ვანო მერაბიშვილმა, არაერთმა მაღალჩინოსანმა, ამ საპატიმროში იხდის სასჯელს დღემდე ბაჩო ახალაია, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს ბევრი რამ დააშავა. შესაბამისად, არაფერი არაორდინალური აქ არ ხდება გარდა იმისა, რომ სახეზეა ერთი კონკრეტული პატიმრის კაპრიზები, ახირებები. მას კვლავ გონია, რომ პრეზიდენტია და მის ბრძანებებს ვინმე უნდა დაემორჩილოს. სინამდვილეში ის დღეს ერთი რიგითი პატიმარია," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები