28 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების თბილისის სერვისცენტრი პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე არ იმუშავებს

2022 წლის პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების თბილისის სერვისცენტრი არ იმუშავებს. ინფორმაციას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაცნობებთ, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან 10 იანვრამდე, უქმე დღეების გამოცხადებასთან დაკავშირებით, ერთიანი მომსახურების თბილისის სერვისცენტრი არ იმუშავებს.

რაც შეეხება საჯარიმო სადგომიდან ავტომობილის გაყვანის ნებართვის სერვისს, აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება უწყვეტ რეჟიმში, "112"-ის საჯარიმო სადგომზე, თბილისში (მისამართი: დიღომი, ბობ უოლშის ქუჩა, ყოფილი დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორია)" - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები