28 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
51 გარდაცვლილი და 2 097 დადასტურებული შემთხვევა - კორონავირუსის ახალი სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 2 097 შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 51 ადამიანი ემსხვერპლა.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 331 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 39 036მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 23 112, PCR ტესტით - 15 924.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი - 5,37%, ბოლო 14 დღის - 5,57%, ბოლო 7 დღის - 5,15%.

29 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დღიურად - 8 615-ს აცრა ჩატარდა, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე კი საქართველოში სულ ჩატარებულია - 2 505 996 აცრა.

დღის ამბები