28 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
როგორ ხდებოდა დავით აღმაშენებლის შეუფასებელი მონეტის გაყიდვა - სუს-ის ხელმძღვანელი დეტალებზე საუბრობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა "ღამის კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში დავით აღმაშენებლის მონეტის საქმეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სუს-ის სამსახურის ეფექტიანი მუშაობით ქვეყნის საგანძური ქვეყნიდან გატანას გადაურჩა. გრიგოლ ლილუაშვილმა ასევე უპასუხა იმ კრიტიკასაც უნდა ისჯებოდეს თუ არა ადამიანი, რომელმაც არტეფაქტს მიაგნო.

"სად ნახეთ რომ დაისაჯა, ვთქვით, რომ ვინმე დავაკავეთ? ჯერ ერთი ჩვენ არ ვიცით ეს შავი არქეოლოგიითაა თუ თეთრი არქეოლოგიით მოპოვებული. შეიძლება თეთრი არქეოლოგიის წარმოების დროსაც ჰქონდეს ადგილი დანაშაულს და იქიდან ამოღებული იქნას არტეფაქტი, ჩვენ ინფორმაციულად ამის გადაჭერა მოვახერხეთ, მაშინ როდესაც კონკრეტული პირები, საქართველოს მოქალაქეები ცდილობდნენ ამ არტეფაქტების გარეთ გატანას და ეძებდნენ პოტენციური კლიენტებს ვინც შეისყიდდა ამ ნივთებს. უბრალოდ საგამოძიებო მუხლს აქვს ისეთი დასახელება, რომელმაც შეიძლება საზოგადოება დააბნია. არც ეს პიროვნებები არ დაგვისჯია, დაკავებული არავინ არაა, მიმდინარეობს გამოძიება. მოტივს ყველა ვხვდებით, რომ იყო ფინანსური სარგებელი ამ რეალიზაციით. თანხაზე კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ, შეუფასებელია და მისი კომერციული საბაზრო ფასის დადგენა შეუძლებელია. ფასი ალბათ დამოკიდებული იქნებოდა კლიენტი რამდენს გადაიხდიდა და გამყიდველი რამდენად დაუთმობდა. ეს ინტერნეტკავშირების მეშვეობით ხდებოდა," - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

დღის ამბები