28 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
გამოიყენებს, თუ არა სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლებას - პარლამენტმა პირველი მოსმენით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას დაუჭირა მხარი

ერთის ნაცვლად ორი სამსახური - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პირველ მოსმენაზე 82 ხმით გაუქმებულია. ახლა ყველა ელოდება გამოიყენებს, თუ არა სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლებას პირველად და შეეცდება, თუ არა სტატუს-კვოს აღდგენას.

არსებობს ცვლილებების შეჩერების კიდევ ერთი გზა - საკონსტიტუციო სასამართლო, თუმცა ოპოზიციას დიდად არც ამ გზის სჯერა. ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველ ძალას, რომელსაც ადვილად შეუძლია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა ბერკეტები სასამართლოზეც აქვს.

ამავე დროს "ქართული ოცნება" გამოდის ინიციატივით და გაუქმებული სამსახურის 120-ვე თანამშრომელს უნარჩუნებს სამუშაო ადგილს, თუმცა არაფერია ნათქვამი მთავარ ინსპექტორზე ლონდა თოლორაიაზე.

ცვლილებების მიხედვით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კი მონაცემთა დამუშავების კანონიერების და ყველა ფარული საგამოძიებო აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება. მართალია ფუნქციების დელეგირება კანონში გაწერილია, თუმცა ცვლილებების მიღების ფორმა და შინაარსი პოლიტიკური ოპონენტებს შორის უთანხმოების საგანია.

დაჩქარებული წესით, სამი კენჭისყრის შემდეგ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა 2022 წლის 1 მარტიდან გაუქმებულად გამოცხადდება. 

დღის ამბები