28 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
საახალწლო სამზადისი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურ ფაზაშია - როგორ მიმდინარეობს საზეიმო ღონისძიებები რეგიონებში

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. 63-ვე მუნიციპალიტეტში უკვე მოეწყო საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები და საბავშვო გასართობი სივრცეები.

ხელვაჩაურში, მთავარი ნაძვის ხე უკვე აინთო. მთელი დღის განმავლობაში ადგილზე, არაერთი გასართობი ღონისძიება მიმდინარეობდა, დღის ბოლოს ჯგუფმა "ქუჩის ბიჭებმა" გრანდიოზული კონცერტი გამართა.

საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლა კასპმაც. მოეწყო საშობაო სოფელი, დამონტაჟდა ინსტალაციები და სტენდები. დღის განმავლობაში ბავშვების განწყობაზე თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ჯგუფმა "ნიუ ვან-მა"

გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა საღამო ასპინძაში. გალა კონცერტზე კი, მოწვეულმა სტუმარმა, მომღერალმა ოთო ნემსაძემ იმღერა.

საახალწლო განწყობა იგრძნობოდა ჭიათურაშიც. საახალწლო კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების გამოსვლით დაიწყო და კონცერტი დედაქალაქიდან მიწვეული მომღერლების შესრულებით გაგრძელდება .ასევე, დღეს ჭიათურაში საპატიო მოქალაქეებიც აირჩიეს.

ამბროლაურში საახალწლო ღონისძიება გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა. ადგილობრივების განწყობაზე ჯგუფმა "ფორტემ" და ასევე" რეზო და ბავშვებმა" იზრუნეს.

დღის ამბები