28 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
მე-10 მოწვევის პარლამენტის რიგით მე-3 თავმჯდომარე - რა გეგმებით მოვიდა და როგორ შეხვდნენ შალვა პაპუაშვილს ახალი სპიკერის რანგში 

საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა მე-10 მოწვევის პარლამენტის რიგით მე-3 თავმჯდომარე 88 ხმით აირჩიეს.

შალვა პაპუაშვილმა, როგორც თავმჯდომარეობის კანდიდატმა დეპუტატებს საკუთარი ხედვები და სამომავლო 3 წლიანი გეგმა გააცნო. მისი გამოსვლისა და გზავნილის მთავარი ადრესატი მმართველი პარტიის ოპონენტები იყვნენ - ოპოზიციასთან თანამშრომლობა და საპარლამენტო ბოიკოტი პაპუაშვილის მოხსენების ერთ-ერთი მთავარი აქცენტია. სამომავლო გეგმებზე საუბრისას შალვა პაპუაშვილმა საგარეო პოლიტიკაზე, NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე ასევე, ოკუპაციასა და პანდემიაზე გაამახვილა ყურადღება.

მოხსენების შემდეგ იყო კითხვები. ოპოზიცია, რომელიც შალვა პაპუაშვილს როგორც ხისტ პოლიტიკოსად ახასიათებს, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მისგან, როგორც სპიკერის ხედვებით დაინტერესდა, რასაც კრიტიკის გარეშე არ ჩაუვლია. სიხისტესთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილმა განმარტება იქვე გააკეთა და კოლეგებს უთხრა ისიც, რომ თანამშრომლობა ოპონენტების შემხვედრი ნაბიჯების გარეშე შეუძლებელია.

მიუხედავად კრიტიკისა, დღეს ახალ თავმჯდომარეს მმართველ პარტიასთან ერთად მხარი ოპოზიციის ნაწილმა დაუჭირა, მათ შორის, პარტია "მოქალაქეებმა", "გირჩმა" და "სოციალ-ევროპელებმა".

მმართველმა გუნდმა დღეს არაერთხელ დაასახელა ის არგუმენტები, რის გამოც შალვა პაპუაშვილი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის კანდიდატად გამოიკვეთა.

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური 24 დეკემბერს გახდა. მას შემდეგ რაც, კახა კუჭავამ პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. თანამდებობასთან ერთად მეათე მოწვევის პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ უარი თქვა საპარლამენტო მანდატზეც.

დღის ამბები