28 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
"მაფიოზურ კლანს თავისი ათი მცნება გააჩნია, ერთ-ერთში ეწერა - არ მიითვისოს სხვისი ფულიო..."- კამათი თბილისის საკრებულოში

კამათის ფონზე მიმდინარეობს თბილისის საკრებულოს სხდომა - დავის საგანი საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის ხელფასის გაზრდაა, ოპოზიცია კი, ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება. ასევე სხდომის დაწყების დროს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზვიად კუპრავამ საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მიხეილ სააკშვილის ფოტო გააკრა, წარწერით "თავისუფლება მიშას".

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნინო კვიტაიშვილის თმით, საჯარო მოხელეებს ანაზღაურება უპრეცედენტოდ არ უნდა ეზრდებოდეთ.  

"ყველა საჯარო მოხელეს ეზრდება ხელფასი. ჩემი მხრიდან აღქმულია, როგორც ცინიზმი. ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ განსაკუთრებით მამაკაცებს, რომ მაფიოზურ კლანს თავისი ათი მცნება გააჩნიათ, სადაც ერთ-ერთ ცნებაში ეწერა - არ მიითვისოს სხვისი ფული. ჩემი, თუ არ გჯერათ მითვისებასთან დაკავშირებით იქნებ ჭილაძე მოვიხმო. არ მიითვისოთ, რისი მითვისებაც არ შეიძლება,"- აცხადებს ნინო კვიტაიშვილი. 

პოლიტიკურად მომგებიანი საკითხით მანიპულირება - ასე პასუხობენ მმართველ გუნდში ოპონენტებს კრიტიკას, რომელსაც არ იზიარებენ. "ქართული ოცნების" დეპუტატებისა დ საკრებულოს თავჯდომარე გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც დედაქალაქის განვითარებისთვის 24-საათის განმავლობაში მუშაობენ, ნამდვილად იმსახურებენ ღირსეულ ანაზღაურებას. 

დღის ამბები