28 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
ომბუდსმენი პრეზიდენტს მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლების კანონპროექტს ვეტო დაადოს

დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა სახელმწიფო ინსპექტორის და სახალხო დამცველი შეხვედრა. ლონდა თოლორაიამ და ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ინიცირებული პროექტი განიხილეს.

საკანონმდებლო ინიციატივას ომბუდსმენი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ნინო ლომჯარია თოლორაიას მხარდაჭერას დაპირდა და განაცხადა, რომ ის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დასაქმებული ადამიანების უფლებებს დაიცავს.

სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პრეზიდენტმა კეთილგონიერება გამოიჩინოს და  კანონპროექტს ვეტო დაადოს. 

"ვფიქრობ, რომ ეს არის ისეთი პროცესით მიღებული და იმდენად დაუსაბუთებელი, ადამიანის უფლებების სტანდარტის საწინააღმდეგო კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა, რა თქმა უნდა, მას უნდა დაადოს ვეტო. თავისი მოტივირებული შენიშვნები დაუბრუნოს პარლამენტს, თუმცა მმართველი პარტია ძალიან ჩამოყალიბებულია იმ პოზიციაზე, რომ ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის. აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი გადალახავენ ამ ვეტოს,"- აცხადებს ლომჯარია.

 ლონდა თოლორაია დღესვე, არასამთავრობო ორგანიცაცი შეხვდა. თავის მხრივ მესამე სექტორში უმრავლესობის საკანონმდებლო წინადადება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ პროცესის შესაჩერებლად მათ ხელთ ყველა არსებულ ბერკეტებს გამოიყენებენ.

დღის ამბები