28 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
ინსპექტორის ინსტიტუტის წინააღმდეგ ხორციელდება სადამსჯელო სპეცოპერაცია, სხვას ვერაფერს დავარქმევ - სალომე სამადაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური "ქართული ოცნების" მხრიდან სადამსჯელო სპეცოპერაციის მსხვერპლია.

მისი თქმით, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკისა, მმართველი გუნდი კვლავ აგრძელებს კანონპროექტის მიღების პროცესს. 

"სწორედ იმიტომ, რომ ამ ინსტიტუტმა შეასრულა საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულებები, მის წინააღმდეგ ხორციელდება სადამსჯელო სპეცოპერაცია - სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ ამას, დაჩქარებული წესით, საგანგებო სესიაზე იმ კანონპროექტის მიღებას, რომელსაც მკვეთრად და აშკარად ეწინააღმდეგებიან, მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები. მე არ მახსენდება საქართველოს პარლამენტში მოსული აშშ-ს ელჩი სწორედ იმ მიზნით, რომ შეჩერდეს კანონის მიღება და მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ ხელისუფლება მოტივირებულია ერთადერთი დღის წესრიგით - გააუქმოს მოქალაქეების დასაცავად შექმნილი დამოუკიდებელი, კონსტიტუციური ორგანო,"- აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები