28 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
"ტირილს ვერ ვიკავებდი, ერთმანეთი გვენატრებოდა..." - უინსლეტი და დიკაპრიო სამწლიანი განშორების შემდეგ პირველად შეხვდნენ

ქეით უინსლეტი  Guardian-თან ინტერვიუში იმ განცდებზე საუბრობს, რომელიც მას 3 წლიანი განშორების შემდეგ ლეონარდო დიკაპრიოსთან შეხვედრისას ჰქონდა. როგორც აღმოჩნდა ოსკაროსანი მსახიობი-მეგობრების განშორების მიზეზი კორონავირუსი იყო.

"ტირილს ვერ ვიკავებდი. ნახევარი ცხოვრებაა ვიცნობ. ეს არ იყოს ისე, თითქოს მე ნიუ-იორკში აღმოვჩნდი ან ის ლონდონში და შესაძლებლობა იყო გვესადილა ან ყავა დაგველია და დანაკლისი აგვენაზღაურებინა. ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი ქვეყნების დატოვება, ისევე როგორც ბევრმა მეგობარმა მთელ მსოფლიოში. ჩვენ ერთმანეთი გვენატრებოდა კოვიდის გამო. ის ჩემი მეგობარია, ჩემი მართლა ახლო მეგობარი. ჩვენ მთელი ცხოვრებით ვართ დაკავშირებული," - ამბობს ქეით უინსლეტი.

დღის ამბები