28 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
როგორ ამოვიცნოთ ყალბი 100 ლარიანი - თბილისში ყალბი ბანკნოტები ვრცელდება

ყალბი ფულის შემოპარებისგან დაცული არავინაა, თუმცა რამდენიმე რჩევას თუ გავითვალისწინებთ, ადვილად შევძლებთ მივხვდეთ, ფული ყალბია თუ არა.

გუშინ "რუსთავი 2" ერთ-ერთი ​Facebook-მომხმარებლის ინფორმაციაზე წერდა, რომელიც აცხადებს, რომ საახალწლო სოფლებში (მაღაზიებში) ბევრი გამყიდველი გახდა ყალბი კუპიურების მსხვერპლი.

ამიტომ გთავაზობთ "საქართველოს ეროვნული ბანკის" ინსტრუქციას, თუ როგორ შევძლოთ ნამდვილი და ყალბი კუპიურის გარჩევა:

5 ლარიანი, ძირითადი ფერი - ყავისფერი

No description available.

ბანკნოტის წინა მხარეზე დატანილია - დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ივანე ჯავახიშვილის პორტრეტი წარწერით "ივანე ჯავახიშვილი 1876–1940"; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა;  ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: "საქართველოს ეროვნული ბანკი", "NATIONAL BANK OF GEORGIA", "ხუთი ლარი", "FIVE LARI", "ეროვნული ბანკის პრეზიდენტი", საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა, გამოშვების წელი - "2017“, სერიული ნომერი, რომელიც შედგება ორი ლათინური ასოსგან და რვა არაბული ციფრისაგან.

ბანკნოტის უკანა მხარეზე დატანილია - დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის (ფიროსმანაშვილის) ნახატი "კალო"; ფრაგმენტი ფიროსმანის ნაწარმოებიდან "მეთევზე წითელ პერანგში"; საქართველოს სახელმწიფო გერბი; ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: "საქართველოს ეროვნული ბანკი", "NATIONAL BANK OF GEORGIA", "ხუთი ლარი".

დამცავი ნიშანი მოსახლეობისთვის:

No description available.

No description available.

1 - წყლისნიშანი - გამჭოლ შუქზე გახედვისას ჩანს პორტრეტის, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრისა და ლარის სიმბოლოს გამოსახულებები.

2 - ვერტიკალური დამცავი ძაფი - დამცავი ძაფი წარწერით "5 ლარი", წყვეტილი სახით ხილულია ბანკნოტის უკანა მხარეს. გამჭოლ შუქზე გახედვისას ერთიანდება და სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს ოქროსფერიდან მწვანეში.

3 - რელიეფური ნაბეჭდი - ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულ გრაფიკულ დეტალებზე: პორტრეტი, უნივერსიტეტის შენობა, კიდის ორნამენტები და შესრულებული წარწერები (გარდა ხელმომწერი პირის დასახელების, ხელმოწერისა და გამოშვების წლისა) დატანილი საღებავის ფენა რელიეფურია და შეიგრძნობა შეხებით.

4 - ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის - ბანკნოტის წინა მხარეს, მარცხენა და მარჯვენა კიდეზე დატანილი 1 ჰორიზონტალური ხაზი რელიეფურია, შეიგრძნობა შეხებისას და იძლევა ბანკნოტის ნომინალის აღქმის შესაძლებლობას

5 - ჰოლოგრამა - ვერცხლისფერ ჰოლოგრამაზე დატანილი გამოსახულებები (პორტრეტი, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი, ლარის სიმბოლო, ლომი, რუქა, მიკროსტრიქონები) სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს და აქვს ცვალებადი ეფექტი.

6 - დამცავი ბოჭკოები - ქაღალდში სხვადასხვა სიღრმეზე ჩატანებულია წითელი ფერის ბოჭკოები.

7 - ფარული გამოსახულება - დახრილი კუთხით გახედვისას ბანკნოტზე გამოისახება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი.

8 - თანმხვედრი გამოსახულება - ბანკნოტის წინა და უკანა მხარეს წარმოდგენილი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის დანაწევრებული დეტალები ერთიანდება გამჭოლ შუქზე გახედვისას.

9 - ოპტიკურად ცვალებადი საღებავი - სხვადასხვა კუთხით დახრისას გამოსახულება იცვლის ფერს ოქროსფერიდან მწვანეში.

10 - ირისისებური ზოლი - ბანკნოტის ზედაპირზე დატანილია გამჭვირვალე საღებავით შესრულებული გრძივი დეკორი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრით.

 

10 ლარიანი, ძირითადი ფერი - ცისფერი

ფოტოს გახსნა

ბანკნოტის წინა მხარეზე დატანილია - დიდი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის პორტრეტი წარწერით "აკაკი წერეთელი 1840 - 1915"; ნაწყვეტი აკაკი წერეთლის ცნობილი ლექსიდან "გაზაფხული" მისი ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი. ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: "საქართველოს ეროვნული ბანკი", "NATIONAL BANK OF GEORGIA", "ათი ლარი", "TEN LARI", "ეროვნული ბანკის პრეზიდენტი", საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა, გამოშვების წელი - "2019", სერიული ნომერი, რომელიც შედგება ორი ლათინური ასოსგან და რვა არაბული ციფრისაგან.

ბანკნოტის წინა მხარეზე დატანილია - ცნობილი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის ტილო "იმერეთი - დედაჩემი"; საქართველოს სახელმწიფო გერბი. ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: "საქართველოს ეროვნული ბანკი", "NATIONAL BANK OF GEORGIA", "ათი ლარი".

დამცავი ნიშანი მოსახლეობისთვის:

 

No description available.

No description available.

 

1 - წყლისნიშანი​ - გამჭოლ შუქზე გახედვისას ჩანს პორტრეტის, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრისა და ლარის სიმბოლოს გამოსახულებები.

2 - ვერტიკალური დამცავი ძაფი - დამცავი ძაფი წარწერით ,,10 ლარი“, წყვეტილი სახით ხილულია ბანკნოტის უკანა მხარეს. გამჭოლ შუქზე გახედვისას ერთიანდება და სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს მწვანედან ცისფერში.

3 - რელიეფური ნაბეჭდი - ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულ გრაფიკულ დეტალებზე: პორტრეტი, მერცხალი, ლექსი, აყვავებული რტო, კიდის ორნამენტები და შესრულებული წარწერები (გარდა ხელმომწერი პირის დასახელების, ხელმოწერისა და გამოშვების წლისა) დატანილი საღებავის ფენა რელიეფურია და შეიგრძნობა შეხებით

4 - ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის - ბანკნოტის წინა მხარეს, მარცხენა და მარჯვენა კიდეზე დატანილი 2 ჰორიზონტალური ხაზი რელიეფურია, შეიგრძნობა შეხებისას და იძლევა ბანკნოტის ნომინალის აღქმის შესაძლებლობას.

5 - ჰოლოგრამა - ვერცხლისფერ ჰოლოგრამაზე დატანილი გამოსახულებები (პორტრეტი, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი, ლარის სიმბოლო, მერცხალი, რუქა, მიკროსტრიქონები) სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს და აქვს ცვალებადი ეფექტი.

6 - დამცავი ბოჭკოები - ქაღალდში სხვადასხვა სიღრმეზე ჩატანებულია წითელი ფერის ბოჭკოები.

7 - ფარული გამოსახულება - დახრილი კუთხით გახედვისას ბანკნოტზე გამოისახება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი.

8 - თანმხვედრი გამოსახულება - ბანკნოტის წინა და უკანა მხარეს წარმოდგენილი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის დანაწევრებული დეტალები ერთიანდება გამჭოლ შუქზე გახედვისას.

9 - ოპტიკურად ცვალებადი საღებავი - სხვადასხვა კუთხით დახრისას გამოსახულება იცვლის ფერს მწვანედან ლურჯში.

10 - ირისისებური ზოლი - ბანკნოტის ზედაპირზე დატანილია გამჭვირვალე საღებავით შესრულებული გრძივი დეკორი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრით.

 

20 ლარიანი, ძირითადი ფერი - მეწამული

No description available.

ბანკნოტის წინა მხარეზე დატანილია - დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის პორტრეტი წარწერით "ილია ჭავჭავაძე 1837 - 1907"; გაზეთ "ივერია" - ს გამომცემლობა; ილიას მიერ გამოცემული ჟურნალი "საქართველოს მოამბე", გაზეთი "ივერია", ილიას ხელმოწერა და მისი პირადი ნივთები  -  ლუპა, საათი, კალამი და სამელნე; ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: "საქართველოს ეროვნული ბანკი", "NATIONAL BANK OF GEORGIA", "ოცი ლარი“, "TWENTY LARI", "ეროვნული ბანკის პრეზიდენტი", საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა, გამოშვების წელი  -  "2016", სერიული ნომერი, რომელიც შედგება ორი ლათინური ასოსგან და რვა არაბული ციფრისაგან.

ბანკნოტის უკანა მხარეზე დატანილია - ძველი თბილისის პანორამა; ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1735 წელს შესრულებული XVIII საუკუნის თბილისის გეგმა; დიდი ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლის ქანდაკება მეტეხის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან; საქართველოს სახელმწიფო გერბი; ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: "საქართველოს ეროვნული ბანკი", "NATIONAL BANK OF GEORGIA", "ოცი ლარი".

დამცავი ნიშანი მოსახლეობისთვის:

 No description available.

No description available.

1 - წყლისნიშანი​ - გამჭოლ შუქზე გახედვისას ჩანს პორტრეტის, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრისა და ლარის სიმბოლოს გამოსახულებები.

2 - ვერტიკალური დამცავი ძაფი - დამცავი ძაფი წარწერით "20 ლარი", წყვეტილი სახით ხილულია ბანკნოტის უკანა მხარეს. გამჭოლ შუქზე გახედვისას ერთიანდება და სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს მეწამულიდან ოქროსფერში.

3 - რელიეფური ნაბეჭდი - ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულ გრაფიკულ დეტალებზე: პორტრეტი, შენობა, ფაეტონი, კიდის ორნამენტები და შესრულებული წარწერები (გარდა ხელმომწერი პირის დასახელების, ხელმოწერისა და გამოშვების წლისა) დატანილი საღებავის ფენა რელიეფურია და შეიგრძნობა შეხებით.

4 - ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის - ბანკნოტის წინა მხარეს, მარცხენა და მარჯვენა კიდეზე დატანილი 3 ჰორიზონტალური ხაზი რელიეფურია, შეიგრძნობა შეხებისას და იძლევა ბანკნოტის ნომინალის აღქმის შესაძლებლობას.

5 - ჰოლოგრამა - ვერცხლისფერ ჰოლოგრამაზე დატანილი გამოსახულებები (პორტრეტი, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი, ლარის სიმბოლო, ფაეტონი, რუქა, მიკროსტრიქონები) სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს და აქვს ცვალებადი ეფექტი.

6 - დამცავი ბოჭკოები - ქაღალდში სხვადასხვა სიღრმეზე ჩატანებულია წითელი ფერის ბოჭკოები.

7 - ფარული გამოსახულება - დახრილი კუთხით გახედვისას ბანკნოტზე გამოისახება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი.

8 - თანმხვედრი გამოსახულება - ბანკნოტის წინა და უკანა მხარეს წარმოდგენილი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის დანაწევრებული დეტალები ერთიანდება გამჭოლ შუქზე გახედვისას.

9 - ოპტიკურად ცვალებადი საღებავი - სხვადასხვა კუთხით დახრისას გამოსახულება იცვლის ფერს მეწამულიდან მწვანეში.

10 -  ირისისებური ზოლი - ბანკნოტის ზედაპირზე დატანილია გამჭვირვალე საღებავით შესრულებული გრძივი დეკორი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრით.

 

50 ლარიანი, ძირითადი ფერი - მწვანე

No description available.

 ბანკნოტის წინა მხარეზე დატანილია - ქართველი მეფის თამარის პორტრეტი წარწერით "თამარ მეფე XII ს."; XII-XIII საუკუნის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი ვარძია; ბარელიეფი XIII საუკუნის ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან; ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: "საქართველოს ეროვნული ბანკი", "NATIONAL BANK OF GEORGIA", "რმოცდაათი ლარი", "FIFTY LARI", "ეროვნული ბანკის პრეზიდენტი", საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა, გამოშვების წელი - "2016", სერიული ნომერი, რომელიც შედგება ორი ლათინური ასოსგან და რვა არაბული ციფრისაგან.

ბანკნოტის უკანა მხარეზე დატანილია - XII ს - ის ხელნაწერთა კრებულიდან ზოდიაქოს ნიშნის - მშვილდოსნის მინიატურა და ხელნაწერი; საქართველოს სახელმწიფო გერბი; ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: "საქართველოს ეროვნული ბანკი", "NATIONAL BANK OF GEORGIA", "ორმოცდაათი ლარი".

დამცავი ნიშანი მოსახლეობისთვის:

 No description available.

No description available.

1 - წყლისნიშანი​ - გამჭოლ შუქზე გახედვისას ჩანს პორტრეტის, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრისა და ლარის სიმბოლოს გამოსახულებები.

2 - ვერტიკალური დამცავი ძაფი - დამცავი ძაფი წარწერით "50 ლარი", წყვეტილი სახით ხილულია ბანკნოტის უკანა მხარეს. გამჭოლ შუქზე გახედვისას ერთიანდება და სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს მწვანედან მეწამულში.

3 - რელიეფური ნაბეჭდი - ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულ გრაფიკულ დეტალებზე: პორტრეტი, სამონასტრო კომპლექსი, კიდის ორნამენტები და შესრულებული წარწერები (გარდა ხელმომწერი პირის დასახელების, ხელმოწერისა და გამოშვების წლისა) დატანილი საღებავის ფენა რელიეფურია და შეიგრძნობა შეხებით.

4 - ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის - ბანკნოტის წინა მხარეს, მარცხენა და მარჯვენა კიდეზე დატანილი 4 ჰორიზონტალური ხაზი რელიეფურია, შეიგრძნობა შეხებისას და იძლევა ბანკნოტის ნომინალის აღქმის შესაძლებლობას

5 - ჰოლოგრამა - ორფეროვან ჰოლოგრამაზე დატანილი გამოსახულებები (პორტრეტი, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი, ლარის სიმბოლო, გრიფონი, რუქა, მიკროსტრიქონები) სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს და აქვს ცვალებადი ეფექტი.

6 - დამცავი ბოჭკოები - ქაღალდში სხვადასხვა სიღრმეზე ჩატანებულია წითელი ფერის ბოჭკოები.

7 - ფარული გამოსახულება - დახრილი კუთხით გახედვისას ბანკნოტზე გამოისახება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი.

8 - თანმხვედრი გამოსახულება - ბანკნოტის წინა და უკანა მხარეს წარმოდგენილი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის დანაწევრებული დეტალები ერთიანდება გამჭოლ შუქზე გახედვისას.

9 - ოპტიკურად ცვალებადი მაგნიტური საღებავი - სხვადასხვა კუთხით დახრისას გამოსახულება იცვლის ფერს ოქროსფერიდან მწვანეში და აქვს მოძრავი ზოლის ეფექტი.

10 - ირისისებური ზოლი - ბანკნოტის ზედაპირზე დატანილია ორფეროვანი, გამჭვირვალე საღებავით შესრულებული გრძივი დეკორი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრით.

 

100 ლარიანი, ძირითადი ფერი - იისფერი

No description available.

ბანკნოტის წინა მხარეზე დატანილია - დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის პორტრეტი წარწერით "შოთა რუსთაველი XII ს."; ილუსტრაცია ვეფხისტყაოსნიდან; პირველნაბეჭდი ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი გვერდი; XVII საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის გვერდზე გამოსახული ორნამენტი; ბიბლიური სიუჟეტის VII საუკუნის ბარელიეფი "დანიელი ლომთა ხაროში" მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრიდან; ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: "საქართველოს ეროვნული ბანკი", "NATIONAL BANK OF GEORGIA", "ასი ლარი", "ONE HUNDRED LARI", "ეროვნული ბანკის პრეზიდენტი", საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა, გამოშვების წელი - "2016", სერიული ნომერი, რომელიც შედგება ორი ლათინური ასოსგან და რვა არაბული ციფრისაგან.

ბანკნოტის უკანა მხარეზე დატანილია - თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი; ნაწყვეტი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის პარტიტურიდან; საქართველოს სახელმწიფო გერბი; ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: "საქართველოს ეროვნული ბანკი", "NATIONAL BANK OF GEORGIA", "ასი ლარი".

დამცავი ნიშანი მოსახლეობისთვის:

 No description available.

No description available.

1 - წყლისნიშანი​ - გამჭოლ შუქზე გახედვისას ჩანს პორტრეტის, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრისა და ლარის სიმბოლოს გამოსახულებები.

2 - ვერტიკალური დამცავი ძაფი - დამცავი ძაფი წარწერით "100 ლარი", წყვეტილი სახით ხილულია ბანკნოტის უკანა მხარეს. გამჭოლ შუქზე გახედვისას ერთიანდება და სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს ლურჯიდან წითელში.

3 - რელიეფური ნაბეჭდი - ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულ გრაფიკულ დეტალებზე: პორტრეტი, ილუსტრაცია ვეფხისტყაოსნიდან, კიდის ორნამენტები და შესრულებული წარწერები (გარდა ხელმომწერი პირის დასახელების, ხელმოწერისა და გამოშვების წლისა), დატანილი საღებავის ფენა რელიეფურია და შეიგრძნობა შეხებით.

4 - ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის - ბანკნოტის წინა მხარეს, მარცხენა და მარჯვენა კიდეზე დატანილი 5 ჰორიზონტალური ხაზი რელიეფურია, შეიგრძნობა შეხებისას და იძლევა ბანკნოტის ნომინალის აღქმის შესაძლებლობას.

5 - ჰოლოგრამა - ორფეროვან ჰოლოგრამაზე დატანილი გამოსახულებები (პორტრეტი, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი, ლარის სიმბოლო, ყვავილები, რუქა, მიკროსტრიქონები) სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს და აქვს ცვალებადი ეფექტი.

6 - დამცავი ბოჭკოები -ქაღალდში სხვადასხვა სიღრმეზე ჩატანებულია წითელი ფერის ბოჭკოები.

7 - ფარული გამოსახულება - დახრილი კუთხით გახედვისას ბანკნოტზე გამოისახება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი.

8 - თანმხვედრი გამოსახულება - ბანკნოტის წინა და უკანა მხარეს წარმოდგენილი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის დანაწევრებული დეტალები ერთიანდება გამჭოლ შუქზე გახედვისას.

9 - ოპტიკურად ცვალებადი მაგნიტური საღებავი - სხვადასხვა კუთხით დახრისას გამოსახულება იცვლის ფერს მეწამულიდან მწვანეში და აქვს მოძრავი ზოლის ეფექტი.

10 - ირისისებური ზოლი - ბანკნოტის ზედაპირზე დატანილია ორფეროვანი, გამჭვირვალე საღებავით შესრულებული გრძივი დეკორი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრით.

 

დღის ამბები