28 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში რჩება - იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა მხოლოდ დროებით გადავადდა

მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება. ეტაპირება დროებით გადაიდო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ბადრაგის გამოჩენისას გონება დაკარგა.

მიხეილ სააკაშვილი უკვე თვეზე მეტია გორში მკურნალობს.

მასობრივი შიმშილობა და საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნები არ ჭრის - სააკაშვილის ციხეში დაბრუნების გადაწყვეტილება მიღებულია.

არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით სპეკულაციის მცდელობა ოპოზიციის მხრიდან, ამ საკითხზე დეტალურად იუსტიციის მინისტრმა დღეს არ ისაუბრა. თუმცა, მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მუქარაზე, რომ შესაძლოა შიმშილობა ისევ დაიწყოს, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში სააკაშვილს რუსთავიდან ისევ გლდანის მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა მხოლოდ დროებით გადავადდა. თუმცა, ჯერ უცნობია ზუსტი თარიღი, როდის დატოვებს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალს.

 

დღის ამბები