28 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
NFT როგორც ციფრული ხელოვნების მომავალი - მილიონებად გაყიდული გიფები, გაშარჟებული ვიდეოები და ხელოვნების ნიმუშები

რა არის NFT?

NFT შეუცვლელი ჟეტონები, კრიპტო ვალუტის უახლესი ფენომენი, რომელიც მაინსტრიმში გადადის. ის შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც ციფრულია, მაგალითად ნახატები, მუსიკა, ფოტოები, Gif და სოციალური ქსელის პოსტებიც კი.

მას შემდეგ, რაც Christie"s აუქციონის სახლმა პირველი NFT ნამუშევარი, ციფრული მხატვრული Beeple - ის სურათების კოლაჟი 69,3 მილიონ დოლარად გაყიდა, NFT-ებმა მოულოდნელად მიიპყრეს მსოფლიო ყურადღება.

No description available.

და რა არის NFT? მარტივი სიტყვებით, რომ ვთქვათ, NFT გარდაქმნის ხელოვნების ციფრულ ნამუშევრებს და სხვა კოლექციურ ნივთებს აქტივებად, რომელთა ყიდვა-გაყიდვა  ბლოკჩეინზე მარტივია. NFT არის ის, რაც ციფრული კონტენტით მილიონებად იყიდება. ის ციფრული ხელოვნების მომავალია, რასაც ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ხელოვნების ნიმუშებში კოლოსალური თანხების გადახდის გაგება შესაძლოა არც ისე მარტივი იყოს, ბევრი არტისტი, მუსიკოსი, ინფლუენსერი და სხვა მსგავსი ინვესტორები, ციფრული სურათების NFT-ის საკუთარი ვერსიებისთვის უამრავ დოლარს ხარჯავს.

How NFT Has Changed Digital Art and What to Expect From It in the Future |  CCG

ის  ბლოკჩეინის ტექნოლოგიის საშუალებით ფუნქციოირებს. როგორც, ვიცით კრიპტო ვალუტის პოპულარობა ბოლო დროს განსაკუთრებით გაიზარდა. როგორც უკვე ვთქვით, ის შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც ციფრულია.

No description available.

მაგალითად, ჯეკ დროსის პირველი ტვიტი 2,9 მილიონ დოლარად გაიყიდა.

No description available.

 ლებრონ ჯეიმსის სლემ დანკის ვიდეო კლიპი კი, 200 000 დოლარად გაიყიდა.

The Hustle, Sunday, March 7, 2021

ხოლო ათწლეულის წინ შექმნილი Nyan cat გიფი, 600 000 დოლარად გაიყიდა. 

ფოტოს გახსნა

 

NFT საქართველოშიც გამოჩნდა. საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ფრაზა, "ნუ ღრიალებ", სწორედ ამ ციფრულ ბაზარზე 22 ათას დოლარად იყიდება.

ხოლო მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისადმი მიძღვნილი სიმღერა, "მიშა მაგარია", სულ რაღაც 55 ათას დოლარად იყიდება.

რატომ არის NFT ფენომენი პოპულარული სწორედ ახლა?

როგორც ჩანს, NFT-ებისთვის, ბოლოდროინდელი აქტივობა ძირითადად გამოწვეულია ახლად შექმნილი კრიპტო მილიონერებით და მილიარდერებით, რომლებიც  თავიანთი ბიტკოინის მფლობელობის დივერსიფიკაციას ცდილობენ და კრიპტო ეკოსისტემის მიმართ ინტერესს იჩენენ.

როგორ ვიყიდოთ ან გავყიდოთ  NFT?

How to make, buy and sell NFTs

არსებითად, ნებისმიერი ციფრული სურათის შეძენა შესაძლებელია NFT-ის სახით. მაგრამ რამდენიმე რამ, რაც ყიდვისას გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით თუ დამწყები ხართ, თავდაპირველად უნდა გადაწყვიტოთ რომელ ბაზაში იყიდოთ, რა ტიპის ციფრული საფულეა საჭირო შესანახად და რა სახის კრიპტო ვალუტა დაგჭირდება ყიდვისას.

NFT იყიდება ბაზრებზე და პროცესი განსხვავებულია სხვადასხვა პლატფორმებისგან. არსებითად, ავტვირთავთ კონტენტს ბაზაში, შემდეგ კი ძალიან მარტივად, ინსტრუქციის მიხედვით მივყვებით, რომ გადავაქციოთ ჩვენი შექმნილი ნებისმიერი პროდუქტი NFT-ედ.

NFT-ების უმეტესობის შეძენა შესაძლებელია ეთერიუმის გამოყენებით, მაგრამ მათი შეძენა შესაძლებელია სხვა erc-20 ჟეტონებით, როგორიცაა wax და flow.

No description available.

როგორ გავაკეთოთ NFT?

ნებისმიერს შეუძლია შექმნას NFT. საჭიროა მხოლოდ ციფრული საფულე, ეთერიუმის მცირე შენაძენი და კავშირი NFT ბაზასთან, სადაც თქვენ შეძლებთ ატვირთოთ და გადააქციოთ კონტენტი NFT ან კრიპტო ხელოვნებად.

NFT meaning: What are NFT cryptos and how does the NFT market work? | Marca

 

ავტორი: თიკო ჩაფიძე

დღის ამბები