ცნობილი ტყუპი ძმები ბოგდანოვებიდან ერთ-ერთი, გრიგორი "გრიშკა" ბოგდანოვი პარიზში 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ფრანგული მედია მის აგენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული წარმოშობის ფრანგი შოუმენები, 70-იან წლებში უძღვებოდნენ სამეცნიერო გადაცემებს, მაგრამ პოპულარულები თავისი გარეგნობით გახდნენ. ამბობდნენ, რომ მათ უამრავი პლასტიკური ოპერაცია ჰქონდათ გაკეთებული, თუმცა თავად ძმები ამას ყოველთვის უარყოფდნენ.
2010 წელს ძმები სკანდალური საქმის ფიგურანტები იყვნენ, რომელიც მათ დისერტაციას უკავშირდებოდა.
სოციალურ ქსელში გაჩნდა სახუმარო თეორიაც იმის შესახებ, რომ ბოგდანოვების ოჯახი მსოფლიოში ყველაზე ძლიერია და დედამიწას მართავდნენ. ამის შემდეგ ისინი მრავალი მემის გმირები გახდნენ.