28 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
1 000 სოფელში მოქალაქეებს ინტერნეტზე წვდომა რომ ჰქონდეთ, საჭიროა 70 მილიონი დოლარი, ეს პროექტი ხორციელდება - პარლამენტში კახა ბექაური საქმიანობას აჯამებს

პარლამენტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს ისმენს. შეხვედრა ადამიანის უფლებათა კომიტეტში მიმდინარეობს.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის განცხადებით, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს სოფლებში ინტერნეტიზაცია მიმდინარეობს.

"პროექტის საჭიროება, რომ 1 000 სოფელში 500 000 მოქალაქეს წვდომა ჰქონდეს ინტერნეტ-სერვისებზე, დაახლოებით 70 მილიონ დოლარს შეადგენს. მსოფლიო ბანკის დაფინანსება იყო 35 მილიონი და ასევე, სახელმწიფოს ვალდებულებაც 35 მილიონი დოლარი. კარგი ინფორმაცია არის ის, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკიც დაინტერესდა ამ პროექტით და საქართველოს მონაწილეობა მან ჩაანაცვლა, შესაბამისად, ეს პროექტი საერთაშორისო მხარდაჭერით ხორციელდება," - განაცხადა კახა ბექაურმა.

დღის ამბები