28 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
ეს არის დასჯა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, რათა არ ჰქონდეს შესაძლებლობა ადამიანებთან კომუნიკაციის - დიმიტრი საძაგლიშვილი

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება. სააკაშვილის პირადი ექიმის და ექსპრეზიდენტის უფლებადამცველების განმარტებით, მნიშვნელოვანია სააკაშვილმა სპეციალიზირებულ კლინიკაში განაგრძოს მკურნალობა. 

ექსპრეზიდენტის ადვოკატის, ბექსა ბასილაიასთვის გაურკვეველია, თუ რატომ შეიძლება შეეზღუდოს ადვოკატს მსჯავრდებულთან ვიზიტი იმ ფონზე, როცა მთელი ამ ხნის განმავლობაში უპრობლემოდ სტუმრობდნენ სააკაშვილს.  

"ექიმი, რომელიც არ აკეთებს განმარტებას თუ რატომ უნდა შეეზღუდოს პაციენტს ვიზიტორებთან კომუნიკაცია, ვიზიტორებთან, რომლებიც მთელი ამ პერიოდის მანძილზე მას ვსტუმრობდით და განსაკუთრებით ადვოკატებს, რატომ უნდა შეეზღუდოს ვიზიტი, ასე, უბრალოდ სადამსჯელო ღონისძიების სახით, იმიტომ, რომ რაღაცაზე გაიბუტნენ თუ ნაწყენია, აკეთებს განმარტებას, რომ 4-დან 6-მდე დაიშვება მხოლოდ მნახველები, რომელ ჰიპოკრატეს ფიცში ჯდება,"- აცხადებს ბექა ბასიალია. 

გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდნენ სხვა უფლებადამცველებიც. როგორც დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, არც მთავარ ექიმს და არც კლინიკის დირექტორს არ აქვთ ვიზიტზე ლიმიტის დაწესების უფლება. 

"არანაირი უფლებამოსილება არც მთავარ ექიმს და არც სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორს ლიმიტის დაწესებაზე არ გააჩნია. ჩვენ არ მოგვისმენია სათანადო დასაბუთებაც კი. ეს არის უბრალოდ დასჯა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, რომ არ ჰქონდეს შესაძლებლობა ადამიანებთან კომუნიკაციის,"- აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი 

დღის ამბები