თეთრიწყაროში საახალწლო ღონისძიებები იმართება. ქალაქის ცენტრში მოეწყო საშობაო ბაზრობა, ხის საახალწლო სახლები, საშობაო სოფელი. ადგილზე გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და სოლო შემსრულებლების მონაწილეობით.
საახალწლო ღონისძიებები მთელი საქართველოს მაშტაბით პრემიერის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.