28 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
მთავრობის ახალი გადაწყვეტილება - ვინ მიიღებს 200 ლარიან დახმარებას

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იანვრის თვეში წახალისების პროგრამა გაგრძელდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით 50 წლის ზემოთ მოქალაქეები, რომლებიც ვაქცინაციას ჩაიტარებენ ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ.

"გადაწყვეტილების შესაბამისად, იანვრის თვეში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც 200 ლარიან წახალისებას გულისხმობდა 60 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის. ასევე კიდევ ერთი სიახლეა, ასაკობრივი ზღვარი დაიწევს 50 წლამდე და თუ 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანი იღებდა დახმარებას, იანვრის თვიდან უკვე მიიღებს 50 წელს ზემოთ, ვინც აიცრება. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ბიუჯეტიდან გამოყოფილია იმდენი თანხა, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ 50 წელს ზემოთ ყველა ადამიანს, რომელიც აიცრება, მივცეთ 200- ლარიანი წახალისება. ჯერჯერობით, ეს ღონისძიება იანვრის თვისთვის გაგრძელდა, შემდგომ ვნახოთ," - განაცხადა ღიბრაძემ.

დღის ამბები