28 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
ეს არ არის რეფორმა, ეს არის შტურმი დამოუკიდებელ სამსახურზე - ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბების საკითხზე - პარლამენტმა მსჯელობა დაიწყო! კანონპროექტი პირველ ეტაპზე საპროცედურო საკითხთა და ადმიანის უფლებათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილება.

ინიციატივა დაჩქარებული წესით განიხილება და მიმდინარე კვირაში უნდა დამტკიცდეს.  ​საკანონმდებლო ორგანოშია სახელმწიფო ინსპექტორიც.

"ამ კანონპროექტით დაგეგმილი არამხოლოდ სამსახურის გაუქმება და სახელმწიფო ინსეპქტორის სახლში გაშვება, რაც ჩემთვის ყველაზე ნეკლებად პრიორიტეტულია, არამედ სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება. ეს არ არის რეფორმა, ეს არის შტურმი დამოუკიდებელ სამსახურზე, რომელიც თავის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს არავის უთანხმებდა,"- აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია.

დღის ამბები