28 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
სენაკის საკრებულო თავმჯდომარის არჩევას დღეს ისევ შეეცდება

სენაკის საკრებულო დღეს ისევ შეეცდება თავმჯდომარის არჩევას. კვორუმის არარსებობის გამო. წინა სხდომა ჩაიშალა. წარმომადგენლობით ორგანოში სულ 33 წევრია. აქედან 16 "ქართული ოცნების", დანარჩენი კი ოპოზიციის - "ნაციონალური მოძრაობისა" და გახარიას - "საქართველოს" წევრია.

თუ ეს ორი პოლიტიკური პარტია გარიგდება, დიდი ალბათობით, სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე ეყოლება. სხდომა 12 საათზეა ჩანიშნული.

დღის ამბები