28 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 63 პაციენტი გარდაიცვალა, 2 676 კი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 63 პაციენტი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 2 676  ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 966 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 42 772  კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 28 677, ხოლო PCR ტესტით - 14 095. 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა 6,26%, ბოლო 14 დღის განმავლობაში  5,74% ხოლო ბოლო 7 დღეში 5,02% შეადგინა. 

26 დეკემბერსი ქვეყნის მასშტაბით 13 377 აცრა ჩატარდა. სულ ქვეყანაში ჩატარებულია - 2 481 500 აცრა. 

შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 928 030 შემთხვევა დადასტურდა,  მათ შორის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 888 022  ვირუსს ემსხვერპლა 13 646 ადამიანი.

დღის ამბები