28 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
ახალი პროექტი საწარმოებისთვის - 2022 წლიდან მთავრობა ახალ პროექტს იწყებს

2022 წლიდან მთავრობა ახალ პროექტს იწყებს. ოთხ საპილოტე რეგიონში მცირე და საშუალო საწარმოებს ფინანსურად დაეხმარებიან. ევროკავშირის დაფინანსებით, თავდაპირველად მეწარმეები იმერეთში, კახეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში ისარგებლებენ. იმ კომპანიებში, რომელთაც ახალი პროექტით გათვალისწინებული შეღავათები შეეხებათ ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას.

პროექტის საერთო ბიუჯეტი 15 მილიონ ევროს აჭარბებს და თანხა რამდენიმე წელზე გადანაწილდება. ლევან დავითაშვილის განმარტებით, პროექტი სოფლის და რეგიონული განვითარების ხედვასთან თანხვედრაშია.

ბიუჯეტი სხვადასხვა მიმართულების დასაფინანსებლად განაწილდება. პროექტში რამდენიმე უწყება ერთვება. მათ შორის არის ეკონომიკის სამინისტრო. დღეს დამატებითი განმარტებები გააკეთა ნათია თურნავამ. მინისტრი ამბობს, რომ უწყება პროგრამით "აწარმოე საქართველოში" პროექტში აქტიურად ერთვება.

კონკრეტული ცვლილებები "აწარმოე საქართველოს" პროგრამებში სამი მიმართულებით შევიდა. კომპანიებს ხელს შეუწყობენ ბრენდინგში, შეფუთვაში და დაეხმარებიან პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე გაიტანონ.

პროექტის განხორციელება მომდევნო წლის იანვრიდან დაიწყება და შეეხება როგორც მცირე, ასევე საშუალო საწარმოებს.

დღის ამბები