28 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
ცნობილი პოეტის აქამდე უცნობი ნახატების გამოფენა - მორის ფოცხიშვილის გრაფიკული ნამუშევრების ექსპოზიცია

ცნობილი პოეტის აქამდე უცნობი ნახატების გამოფენა. ბასა და თამრიკო ფოცხიშვილებმა, მამის უცნობი ნამუშევრები თავად შეარჩიეს. 

ისე როგორც მორის ფოცხიშვილის პოეზია, გრაფიკაც მელოდიასავით გვიყვება ამბავს. ამბავს დიდი პოეტის და თურმე დიდი მხატვრის შესახებ. 

"სულ ხატავდა, კედლებზეც კი," - ამბობს ბასა ფოცხიშვილი.

ირკვევა, რომ პოეზიასთან ერთად მორის ფოცხიშვილს, გრაფიკული ჩანახატების შექმნაც იტაცებდა.

პოეტის გრაფიკული ნამუშევრების ექსპოზიციას, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს.

დამთვალიერებელს საშუალება ექნება ის ნახატებიც იხილოს, რომლითაც პოეტის ოთხ ტომეულითაა გაფორმებული. ის, რაც ამ ოთხ ტომეულშია თავმოყრილი, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის საექსპოზიციო უზარმაზარ დარბაზშიც რთულად დაეტია.

"ესეც ისე" ასე ჰქვია, მორის ფოცხიშვილის უცნობი გრაფიკული ნამუშევრების ექსპოზიციას, რომელიც პირველად, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში იფინება. ეს არის პოეტის ნამუშევრების რეტროსპექტული გამოფენა.

გამოფენა 29 დეკემბერს გაიხსნება, მანამდე კი, გუდიაშვილის მოედანზე, ბასა საგულდაგულოდ წარმოდგენას მართავს. 

დღის ამბები