28 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
როგორია "ომიკრონის" პროცენტული მაჩვენებელი საქართველოში - სპეციალისტების პროგნოზი და ეპიდვითარება

წლის ბოლოს COVID-19-ით ინფიცირების ფაქტები ბავშვებში განსაკუთრებით გაიზარდა. მხოლოდ ციციშვილის კლინიკაში 50-ზე მეტი არასრულწლოვანია მოთავსებული. 16 ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მათგან უკიდურესად მძიმეა ორი ჩვილი, რომლებიც 3 კვირაა მართვით სუნთქვაზე არიან.

გარდა ამისა, "ომიკრონის" ახალი ფაქტები ყოველდღიურად იზრდება - 12 ახალი და სულ 63 შემთხვევაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წინასწარი გათვლებით, საერთო დადებითი პსრ ტესტების უკვე 1% ახალი შტამია. კვლევითი ცენტრი კონტროლის მექანიზმს აძლიერებს.

საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 40%-ია ვაქცინირებული. დაბალი იმუნიზაციის ფონზე სპეციალისტებს უჭირთ პროგნოზის გაკეთება, თუ რა თვისებები შეიძლება გამოავლინოს "ომიკრონმა." სპეციალისტები ამბობენ, რომ სხვადასხვა ქვეყნების მაგალითი, სადაც მოსახლეობის 70% ვაქცინირებულია, საქართველოს ვერ გამოადგება.

ქვეყანამ პრევენციის მიზნით ეფექტური მექანიზმის ამოქმედება კიდევ უფრო გააქტიურა, თუმცა ახლა მოსახლეობის აქტიურობაც მნიშვნელოვანია.

"ფაიზერითა" და "ასტაზენეკათი" ვაქცინირებულებს სრული აცრიდან 3 თვის შემდეგ ბუსტერ დოზის გაკეთება შეუძლიათ. იმუნიზაციის ტექნიკურმა საბჭომ გადაწვეტილება გასულ კვირას მიიღო და დღეს ამცრელ ცენტრებს შესაბამისი ბრძანება გადაეგზავნათ.

ქვეყანაში 65 ათასამდე ბუსტერია გაკეთებული. დაახლოებით 1 200 მე-4 დოზა, ეს ის ადამიანები არიან, ვისაც უცხოეთში გამგზავრების მიზნით ვაქცინის სტატუსის შეცვლა დასჭირდა.

დღის ამბები