28 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
ხაშურში საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები და საბავშვო გასართობი სივრცეებია მოწყობილი

ხაშურის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები და საბავშვო გასართობი სივრცეებია მოწყობილი.

ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები ჯიხურები და ინსტალაციები.

"დღეს ვიმყოფებით ხაშურში, სადაც არაჩვეულებრივი განწყობა გვაქვს. საშობაო კარნავალის ერთი ნაწილი უკვე ჩატარებულია და კიდევ ველოდებით პატარებს და დავიწყებთ თავიდან. ტერიტორიაზე გვყვავს თოვლის ბაბუა, ელფები, ზღაპრის გმირები და საღამოს დაუვიწყარ შოუს ვპირდებით ხაშურს, ცეცხლის შოუთი, ასევე ჩვენთან ერთად იქნება ჯგუფი "ნიუტონი,"- ამბობს ღონისძიების ორგანიზატორი თათა სვანიძე. 

მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის პაპა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.

საღამოს საათებში, როგორც ადგილობრივი, ასევე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართება კონცერტები.

ღონისძიებები  საზეიმო ფოიევერკით დასრულდება.

ხაშურის მერის განცხადებით, დღევანდელ საახალწლო ღონისძიებაზე გამოტანილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, ასევე ბავშვების მიერ დამზადებული სუვენირები.

"ესეთი კულტურული ღონისძიებები აუცილებელია. აუცილებელია, მით უმეტეს ჩვენი მომავალი თაობისთვის. დღეს რასაც უყურებთ, აქ არის გამოტანილი ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, ასევე ბავშვების მიერ დამზადებული სუვენირები და საკმაოდ კარგი, მოცულობითი ღონისძიება გამოვიდა,"- განაცხადა თენგიზ ჩიტაშვილმა.

ღონისძიებებზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები. 

დღის ამბები