28 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
ვფიქრობ, სწორი კომუნიკაციის პირობებში, იგი მოიპოვებს ამ პროცესში მხარდაჭერას - ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

პრეზიდენტი პოლიტიკოსებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს. ორბელიანების სასახლე უკვე დატოვა ნიკა მელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ საყოველთაო თანხმობისკენ მიმართული ინიციატივა დადებითად შეაფასა და  სალომე ზურაბიშვილის როლსა და მიზნის მიღწევის გზებზე ისაუბრა.

მან ასევე გააკრიტიკა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, რომელიც პოლარიზაციის შემცირების გზად სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" დასუსტებას მიიჩნევს. ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ ასევე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"ჩემი შეფასებით, მას აქვს ისტორიული შანსი და შეუძლია დიდი და გადამწყვეტი როლი ითამაშოს, ასევე აქვს შესაბამისი ბერკეტები. ვფიქრობ, სწორი კომუნიკაციის პირობებში საზოგადოებრივ აქტიურ ჯგუფებთან, იგი მოიპოვებს ამ პროცესში მხარდაჭერას. თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად რეჟიმზე, კობახიძე ჩვენში ხედავას იმ საფრთხეს, რომ რეჟიმი ადრე დამარცხდება," - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია. 

დღესვე სალომე ზურაბიშვილმა, ნიკა მელიამდე, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე მიიღო.

დღის ამბები