28 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
 აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი რუსეთს უპრეცედენტო სანქციებით ემუქრება

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი რუსეთს უპრეცედენტო სანქციებით ემუქრება. "სიბიეს ნიუსთან" ინტერვიუში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი თავის პოზიციებს მოკავშირეებთან ათანხმებს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, იქნება თუ არა ცხელი ომის ფაზა ევროპაში მომდევნო კვირების განმავლობაში, კამალა ჰარისმა უპასუხა, რომ რუსეთმა უკრაინის სუვერენიტეტი არ უნდა დაარღვიოს და აშშ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

"ჩვენ ვმუშაობთ მოკავშირეებთან ამ კუთხით. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ მზად ვართ, გამოვიყენოთ სანქციები, როგორიც აქამდე არასდროს გინახავთ. კონკრეტულ სანქციებზე საუბარს არ ვაპირებ, მაგრამ ჩვენ რუსეთის პრეზიდენტს ნათლად ვუხსნით ამას და პირდაპირ საუბარში ვართ,"- აცხადებს კამალა ჰარისი.

დღის ამბები