28 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგია 8 საათის განმავლობაში შეეზღუდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 27 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის, ანდრონიკაშვილის, ჯანჯღავას, ულიანოვის, ლიბანის, ბარალეთის, წერეთლის, ბარისახოს და უწერის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 09:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის  (ნაწილობრივ) და ვასო აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის და სოფელი თელეთის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, მაჭავარიანის და ცაცხვების ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპიროს და ცაბაძის ქუჩების მოსახლეობას. 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და მტკვრის მარცხენა სანაპიროს (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, აფხაზავას, გოკიელის, მეფრინველეობის და სტურუას ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის და კუპრაძის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის და მოსაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. კომპანია "თელასი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

დღის ამბები