28 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
ნამოხვანჰესის საპროტესტო აქციაზე დაკავებული წულუკიძეებისა და ჭელიძეების ოჯახის წევრებმა აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გამართეს

ნამოხვანჰესის საპროტესტო აქციაზე დაკავებული წულუკიძეებისა და ჭელიძეების ოჯახის წევრებმა აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბრალდება უსამართლო და პოლიტიკური დაკვეთაა. მომხდარში ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ადანაშაულებენ და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რასაც სამართალდამცავებთან მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

დაკავებულების ოჯახის წევრები საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვენ და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ჯორბენაძე პროტესტის ნიშნად, საქმის გამოძიების მოთხოვნით, საკრებულოში მუშაობას წყვეტს მანამ, სანამ დაკავებულების საქმეს სამართლიანად არ გამოიძიებენ.

დაკავებულებს ქუთაისის სასამართლომ გუშინ 4 და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღის ამბები