28 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
მნიშვნელოვანია თითოეულ თანამშრომელს ახალი მინისტრისგანაც ჰქონდეს შესაბამისი მხარდაჭერა - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები, პანდემიის მართვა და რეფორმები - ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიში წარადგინა.

საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე აქცენტები  სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე გაკეთდა.

უწყების ანგარიშის წარდგენას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ ეკატერინე ტიკარაძის საქმიანობა შეაფასეს.

თავად ტიკარაძის თქმით, იმედოვნებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს ახალი მინისტრის მხარდაჭერა ექნება.

"მნიშვნელოვანი იყო სამწლიანი მუშაობის შეფასება, გამომდინარე იქიდან, რომ თითოეულმა სტრუქტურამ და საჯარო მოხელემ უნდა შეინარჩუნოს გამჭვირვალობა და ის ვალდებულება თუ პასუხისმგებლობა მოქალაქეების მიმართ, რომელიც ჩვენ ამ თანამდებობის დაკისრების მომენტიდან გვაქვს. ასევე, ეს მნიშვნელოვანია თითოეული იმ თანამშრომლისთვის, რომელიც აგრძელებს მუშაობას სამინისტროში, ვინაიდან ეს გარკვეულწილად ასტიმულირებს მათ შემდგომ მიზნებს და მნიშვნელოვანი არის, რომ ახალი მინისტრისგანაც მათ ჰქონდეთ შესაბამისი მხარდაჭერა," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები