28 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, მათთვის კითხვის ნიშნებს აჩენს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტი უკვე მეორე დღეა პოლიტიკური განხილვების თემაა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ უწყებაზე არაფორმალური გავლენები არ ვრცელდებოდა, ამიტომ სამსახურის გაუქმება, მათთვის კითხვის ნიშნებს აჩენს.

უმრავლესობაში კი განმარტავენ, რომ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ერთდროულად პერსონალური მონაცემების დაცვა და საგამოძიებო კომპონენტის განხორციელება, ფუნქციების აღრევასა და ინტერესთა კონფლიქტს იწვევს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ შეიქმნება ორი ახალი უწყება და ფუნქციების გადანაწილება მოხდება.

"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია კი ამბობს, რომ საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვის თანახმად, მოვლენები "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლის ფარგლებში ვითარდება. მისივე თქმით, არსებული ეჭვები ან დადასტურდება ან აღმოიფხვრება, თუმცა რაც უფრო მეტი მარეგულირებელი კომისია გაუქმდება, უკეთესია. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მსგავსი კომისიები ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, ყველა ის ფუნქცია, რომელიც დღეს ხორციელდება, შენარჩუნებული იქნება და სწორედ ეს არის რეფორმის არსი. მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და აღარ იარსებებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

დღის ამბები