28 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კომპლექსური პრობლემები აქვს - ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი გვიან ღამით მისმა მეუღლემ მოინახულა. ლიზა იასკოს შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და კომპლექსურ მკურნალობას საჭიროებს.

ლიზა იასკო პოლიტიკურ პროცესებსაც გამოეხმაურა და სოლიდარობას უცხადებს მათ, ვინც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.

​მესამე პრეზიდენტის მეუღლემ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზეც გააკეთა კომენტარი.

"მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კომპლექსური პრობლემები აქვს. ამ დრომდე არანაირი დიაგნოსტიკის აპარატი კლინიკაში არაა. ახლა საჭიროა ჩაუტარდეს კომპლექსური რეაბილიტაცია, რომელიც მისთვის უსაფრთხო იქნება. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, უკრაინის ომბუდსმენი უკვე ადამიანის უფლებათა სასამართლოში მხარე იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც იცავს სიმართლეს," - განაცხადა ლიზა იასკომ.



დღის ამბები