28 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
ფოთის მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს პატიმრობა მიესაჯათ - რას აცხადებენ ადვოკატები

ფოთის ყოფილ მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მერიის სხვა თანამშრომლებს კი 7 და 2 წლიანი პატიმრობა.

გამოძიება მათ სახელმწიფო ქონების დაუფლებას/გაფლანგვას, ქრთამის აღებას და სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებას ედავება. საქმე უკავშირდება მალთაყვას სანაპირო ზოლის რეაბილიტაციას. პროექტი უხარისხოდ შესრულდა. საქმეზე სასამართლო 2 წლის განმავლობაში მსჯელობდა.

ირაკლი კაკულიას ადვოკატის შეფასებით, სასამართლოს გადაწვეტილება პირადი შურისძიებაა და დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

"კურიერი" საქმის კიდევ ერთ ფიგურანტის ჯაბა არბიას ადვოკატს ესაუბრა. ჯაბა არბია არის ექსპერტი, რომელსაც უნდა შეემოწმებინა, თუ რამდენად ხარისხიანად ჩატარდა სამუშაოები. მას ბრალდება გადაუკვალიფიცირდა და მის წინააღმდეგ გამოძიება გულგრილობის მუხლით მიმდინარეობდა. ჯაბა არბია ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა.

"მიმდინარე სამუშაოების შემოწმება ევალებოდა და ხარვეზი გაეპარა. ჯეროვნად უნდა შეესრულებინა ეგ საქმე. ამ ხარვეზის მიხედვით, ზიანი არ უნახავს სახელმწიფოს, იქ შესრულებული სამუშაოები სწორად ჰქონდა აღწერილი, თუმცა თავში ჰქონდა გაპარული შეცდომა, რომელიც შესაძლებელია ჩაითვალოს გულგრილობად.

​4 პიროვნებას გაუფრომდა ამ საქმეში საპროცესო შეთანხმება და მათი თანამშრომლობის საფუძველზე დადგა სხვების მიმართ განაჩენი," - განაცხადა ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ.

დღის ამბები