28 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
კლუბებმა დაუმორჩილებლობის აქცია დაიწყეს - დაწესებულებები რეგულაციებს არღვევენ და ღამის ღონისძიებებს მართავენ

კლუბებმა დაუმორჩილებლობის აქცია დაიწყეს. დაწესებულებები ეპიდემიის ფონზე გამოცხადებულ კოვიდ რეგულაციებს არღვევენ და ღამის ღონისძიებებს მართავენ. პირველი 15 საათიანი შეკრება "ბასიანზე" გაიმართა, რომელსაც ასობით მოქალაქე ესწრებოდა. შრომის ინსპექციამ კლუბი 10 ათასი ლარით დააჯარიმა. ინსპექციას კლუბის დალუქვის შესაძლებლობა გარე პერიმეტრზე შეკრებილმა მოქალაქეებმა არ მისცეს. 

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესომბუდსმენი კლუბების მფლობელებს ხვდება. მოლაპარაკებები 2 საათზე მეტია მიმდინარეობს და შეხვედრის დეტალები უცნობია.  

ქვეყანაში ყველაზე სწრაფად გავრცელებადი შტამის, ​ომიკრონის გავრცელება გახდა ევროპის უმეტეს სახელმწიფოში ღამის კლუბების დახურვის მიზეზი. ინფექციის სწრაფი გავრცელების გამო, პარიზში საახალწლო ღონისძიებები გადაიდო. დედაქალაქში დაკეტილია ღამის კლუბებიც – შეზღუდვა 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. კლუბები დაკეტილია გერმანიაშიც, იკრძალება 10 ადამიანზე მეტის შეკრება. მაღალი რისკის გამო, ყველა ტიპის გასართობი ცენტრი დახურეს შოტლანდიაშიც. მკაცრი რეგულაციები მოქმედებს ფინეთშიც. ვირუსის ახალი შტამის გამოჩენის შემდეგ კლუბები დახურეს საბერძნეთში, იტალიაში, ჩეხეთში, ლუქსემბურგსა და ნიდერლანდებშიც. 

ომიკრონის გავრცელება გახდა მიზეზი იმისა, რომ საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილებას არ გადახედა და კლუბებზე დაწესებული ორწლიანი შეზღუდვა არ შეამსუბუქა. რეგულაციების დარღვევისთვის, შრომის ინსპექციამ ბასიანი ვერ დალუქა თუმცა, ხელმძღვანელობა 10 000 ლარით დააჯარიმა. ღამის კლუბები გააგრძელებენ დაუმორჩილებლობას თუ შეეგუებიან შეზღუდვებს ეს უახლოეს დღეებში ჩანიშნული შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

დღის ამბები