28 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
რეკეტი და ქურდული სამყაროს წევრობა - როგორ აშანტაჟებდნენ და ემუქრებოდნენ ბიზნესმენებს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები

ე.წ. კანონიერი ქურდის გია სოხუმსკის შვილი, ასევე, კრიმინალური ავტორიტეტი ირაკლი დანგაძე ბიზნესმენისთვის გამოძალვის ბრალს კატეგორიულად უარყოფს. ის და მისი უფლებების დამცველი სასამართლოში ავითარებდნენ ვერსიას, რომ გამოძიების მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში ირაკლი დანგაძე მეწარმეს საკუთარ ვალს სთხოვდა. ბრალდებული პროტესტის ნიშნად შიმშილობს, სამართალდამცველებს კი, დაკავების დროს ძალადობაში ადანაშაულებს, რის გამოც ინსპექტორის სამსახურს მიმართა.

ბრალდებულის ადვოკატი დანგაძის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა. ადვოკატი აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებულ პატიმრობას ასაჩივრებს.

მყარ მტკიცებულებებზე საუბრობს პროკურორი. მისი მტკიცებით, დანგაძე ბიზნესმენს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, თუ 15 ათას დოლარს და ძვირადღირებულ ავტომობილს არ გადასცემდა. მუქარის ფონზე კი, ბრალდებულს ბიზნესმენმა 16 ათასი ლარი იძულებით მისცა. პროკურორმა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტისთვის ბრალის დამძიმებაც დააანონსა.

საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ძალოვანმა უწყებამ გაასაჯაროვა, სადაც მუქარა ისმის.

ირაკლი დანგაძის მსგავსად, კიდევ ერთი მეწარმის გამოძალვაში და ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულებს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა ახალციხის რაიონულმა სასამართლომ. 2 დაზარალებული ბიზნესმენის რეკეტსა და ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულების წინასასამართლო 8 თებერვალს ჩაინიშნა. 

დღის ამბები