28 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
თუ თვალების გარშემო მუქი წრეები და შეშუპება გაქვთ - რა შეიძლება იყოს მიზეზი და როგორ უნდა იმკურნალოთ

შეშუპება და სიმუქე თვალების ირგვლივ - მუქი წრეების არსებობას, რომელსაც პერიორბიტალური ჰიპერპიგმენტაციას (POH) უწოდებენ, ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ექიმი ინტერნისტი, დარეჯან მდინარაძე ამბობს, რომ გამომწვევ მიზეზებს შორის არის ძილის ნაკლებობა, არასწორი კვება და ორგანიზმში წყლის დეფიციტი. 

ექიმის ინფორმაციით,  ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, POH ყველაზე მეტად 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდებშია გავრცელებული. 

"გამომწვევ მიზეზებს შორის, შესაძლოა, იყოს გენეტიკური ფაქტორი, გადაჭარბებულ პიგმენტაცია, პოსტანთებითი ჰიპერპიგმენტაცია, მეორადი ატოპიური და ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, გადაჭარბებული სისხლძარღვები, დაჩრდილვა კანის მოდუნების გამო... ასევე, დღე-ღამის რეჟიმის დარღვევა, ძილის დეფიციტი, არასწორი კვება და ორგანიზმში წყლის რაოდენობის დეფიციტი," - ამბობს ექიმი. 

დარეჯან მდინარაძე, ასევე, განმარტავს, რა კლინიკური მახასიათებლები აქვს მუქ წრეებს თვალის გარშემო და როგორ ხდება მისი მკურნლობა: 

"კლინიკურად, POH ახასიათებს ღია-მუქი შეფერილობის, მოყავისფრო-შავი პიგმენტაცია ქუთუთოების გარშემო. ის პაციენტს დაღლილ იერს აძლევს. დიაგნოზი ძირითადად ემყარება კლინიკურ გამოკვლევას. 

მკურნალობის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. მუქი წრეების სამკურნალოდ არსებულ ალტერნატივებს შორის არის აქტუალური მალამოები და  ფიზიკური თერაპია, როგორიცაა ქიმიური პილინგი, ქირურგიული კორექტირება და ლაზერული თერაპია, რომელთა უმეტესობა მეცნიერულად არის გამოცდილი," - ამბობს ექიმი, დარეჯან მდინარაძე. 

დღის ამბები