საფრანგეთში ვოლიერიდან 9 მგლის გაქცევის გამო ზოოპარკი დროებით დაიხურა. შემთხვევა ლაბესონიეს კომუნაში მოხდა. მგლებმა უსაფრთხოების ბარიერები დააზიანეს და ღობეზე გადაძვრნენ, თუმცა მათ ზოოპარკის ტერიტორია არ დაუტოვებიათ.
ოთხი მგელი შესაძლო საფრთხის გამო ადგილზე მოკლეს, ხუთი მათგანი კი გალიაში დააბრუნეს. შემთხვევის შედეგად ზოოპარკის არცერთი თანამშრომელი და სტუმარი არ დაშავებულა.