28 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი, პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი, პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

მხარეებმა, 2021 წელს უწყების კონტრდაზვერვით საქმიანობაზე ისაუბრეს.

განიხილეს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მისწრაფებები, მათი დაინტერესების სფეროები, ობიექტები, მოქმედების ფორმები და მეთოდები. ასევე, განიხილეს უსაფრთხოების სამსახურის მიერ საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯები.

როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა, აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავს ინფორმაციის გაზიარებას კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ.

დღის ამბები