28 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
"ომიკრონის" სწრაფი გავრცელების გამო, ევროპის უმეტეს სახელმწიფოში, ღამის კლუბები და გასართობი ცენტრები დაიხურა

"ომიკრონის" გამო, ევროპის უმეტეს სახელმწიფოში, ღამის კლუბები და გასართობი ცენტრები დაიხურა.

ინფექციის სწრაფი გავრცელების გამო, პარიზში საახალწლო ფოიერვერკები და კონცერტები გადაიდო.

დედაქალაქში დაკეტილია ღამის კლუბებიც, შეზღუდვა 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. კლუბები დაკეტილია გერმანიაშიც, იკრძალება 10 ადამიანზე მეტის შეკრება. მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო, მომდევნო სამი კვირის გამავლობაში, ღამის კლუბები და გასართობი ცენტრები დაიხურება შოტლანდიაშიც.

ჩეხეთში პაბები, კაფეები და რესტორნები მცირე შეზღუდვებით მუშაობენ. თუმცა "ომიკრონის" გავრცელების შემდეგ, ქვეყანაში დაიხურა კლუბები. მკაცრი რეგულაციები მოქმედებს ფინეთშიც, სადაც ბარებისა და რესტორნების უმრავლესობა ღიაა. თუმცა დახურულია ღამის კლუბები. "ომიკრონის" გავრცელების მაღალი რისკების გამო, კლუბები დახურულია საბერძნეთში, იტალიაში, ლუქსემბურგსა და ნიდერლანდებშიც.

დღის ამბები