28 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს

საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

ხელისუფლების ოპონენტების განწყობები პესიმისტურია, ისინი ფიქრობენ, რომ კუჭავას პაპუაშვილით ჩანაცვლებით, საკანონმდებლო ორგანოში არაფერი შეიცვლება.

"ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა შეიძლება არ ჰქონდეს, თუ ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ პიროვნულ შტრიხებს მაინც აქვს მნიშვნელობა. თუ აქამდე "ქართული ოცნება" საზოგადოებისთვის მიუღებელ თემას აკეთებდა კუჭავას სახით - ანუ დიპლომატიური ენით, ახლა ამას პაპუაშვილი უფრო ხისტად გააკეთებს,"- აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი პაატა მანჯგალაძე.

მმართველ გუნდში კი, შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარეობის ღირსეულ კანდიდატად ასახელებენ:

"რამდენიმე პროექტი არსებობს და უკვე დიდი ხანია კახა კუჭავას ამასთან დაკავშირებით აქვს გარკვეული კონცეფცია. რასაკვირველია მისი გადადგომა არ არის განპირობებული რაიმე სხვა მიზეზით. ჩვენ პაპუაშვილის სახით, ღირსეული კანდიდატურა წარმოვადგინეთ. ის არის მაღალი კლასის იურისტი. იმ საკითხებზე, რაც ქვეყნის ინტერესებს ეხება, ბუნებრივია, კახა კუჭავასგან განსხვავებული პოზიცია არ გააჩნია,"- აღნიშნავს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ახალი სპიკერი უნდა დამტკიცდეს 29 ოქტომბერს გაიმართება.

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, თანამდებობა გუშინ დატოვა. 

დღის ამბები