28 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
ყელის ტკივილი, ხველა, დაბალი ტემპერატურა - რა სიმპტომები ახასიათებს "ომიკრონს", რამდენ ხანში ვლინდება და როგორ გავარჩიოთ გაციებისგან

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ, "ღამის კურიერის" ეთერში, ახალ შტამ - "ომიკრონზე" ისაუბრა და დეტალურად განმარტა, თუ რა სიმპტომები ახასიათებს მას და რამდენ ხანში ვლინდება ავადობა კონტაქტის შემდეგ:

"ომიკრონის" მიმდინარეობა არის მსუბუქი, წააგავს გაციებას - ეს არის ყელის ტკივილი, ხველა, დაბალი ტემპერატურა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი მსუბუქად გამოხატული. შესაძლებელია იყოს ამ დროს ოფლიანობაც და ხანგრძლივობა აქვს ძალიან მოკლე - 3-4 დღის განმავლობაში, ეს სიმპტომები მთავრდება. კიდევ, მას ძალიან მოკლე ინკუბაციური პერიოდი აქვს, ეს არის ადამიანის კონტაქტიდან, დაავადების ნიშნების გამოვლენამდე, თუ პირველი ვარიანტის დროს 14 დღემდე ვთვლიდით ინკუბაციურ პერიოდს, ამ შემთხვევაში, ეს პერიოდი 3-5 დღეა. კონტაქტის შემდეგ, ძალიან სწრაფად ხდება ადამიანი ავად, მაგრამ მისი მიმდინარეობა დელტა ვარიანტისგან განსხვავებით, მსუბუქია. 

ძირითადად სამხრეთ აფრიკაში, "ომიკრონით" ინფიცირებულები 29-დან 30 წლამდე იყვნენ, თუმცა როგორ მოიქცევა ეს შტამი ხანშიშესულებში, ჯერჯერობით დაზუსტებას საჭიროებს,"- აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

დღის ამბები