28 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
ვინ უნდა გაიკეთოს "ბუსტერ" დოზა და რამდენჯერ - "ომიკრონის" შტამი დღიურად ინფიცირებულთა რაოდენობის გასამმაგების საფრთხეს ქმნის 

სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ სამხრეთ აფრიკული შტამით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად, ვაქცინების ორი დოზა საკმარისი არ არის. ექიმების მთავარი რეკომენდაცია, არსებული რეგულაციების მკაცრ დაცვასთან ერთად, "ბუსტერ" დოზების ათვისებაა. - ვინც ჩინური "სინოფარმით", ან "სინოვაკით" არის აცრილი, ივანე ჩხაიძის თქმით, სასურველია "ფაიზერის" ორი დოზით აცრის ჩატარება.

რადგან "ომიკრონის" წინააღმდეგ, ვაქცინის ორი დოზა არაეფექტურია, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ სხვა ქვეყნების მაგალითი საქართველომაც გაიზიაროს და სრულად ვაქცინირებულად მხოლოდ სამჯერადად აცრილები ჩაითვალონ.

4 დღის განმავლობაში დადასტურებული "ომიკრონის" 48 შემთხვევა და იმუნიზაციის დაბალი მაჩვენებელი, ექიმებისთვის ეპიდემიოლოგიური პროგნოზის გასაკეთებლად საკმარისია. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი საზოგადოებას იმუნიზაციის პროცესის გააქტიურებისკენ და საახალწლო დღეებში მობილობის შემცირებისკენ მოუწოდებს.

არსებული ცნობებით, "ომიკრონი" სხვა შტამებთან შედარებით, ნაკლები აგრესიულობით გამოირჩევა თუმცა, მისი გავრცელების არეალი ბევრად დიდია. მედიკოსები შიშობენ, რომ დღიურად დადასტურებული შემთხვევების ზრდა, კლინიკურ სექტორზე მძიმედ აისახება.

"ომიკრონისდადასტურებამდე, "ბუსტერ" დოზა "ფაიზერისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინაციის მე-2 დოზიდან 5 თვეში იყო შესაძლებელი, "სინფორმისს" და "სინოვაკის" შემთხვევაში კი, აცრის მეორე დოზის ჩატარებიდან 3 თვეში. ახლა საბჭოს რეკომენდაციაა - "ბუსტერ" დოზა აცრიდან მესამე თვეში გაკეთდეს.

დღის ამბები