28 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
პროტესტი "ბასიანთან" - კლუბის თანამშრომლები შრომის ინსპექციის წარმომადგენელს ტერიტორიის დალუქვის უფლებას არ აძლევენ

კლუბი "ბასიანი" ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებს - ამ წუთებში კლუბის შესასვლელთან შეკრებილი ადამიანები შრომის ინსპექციის წარმომადგენელს ტერიტორიის დალუქვის უფლებას არ აძლევენ.

დაწესებულების დამფუძნებელი ამბობს, მათ საკმაოდ დიდი ფინანსური ხარჯი გასწიეს იმისთვის, რომ ღონისძიებაზე ყველანაირი რეგულაცია ზედმიწევნით ყოფილიყო შესრულებული, რაც პროტოკოლით იყო გათვალისწინებული.

ნაჯა ორაშვილმა ობიექტის შესასვლელთან საპროტესტო შინაარსის ტრანსფარანტები მიიტანა. მისი თქმით, დაკავების ფასადაც, რომ დაუჯდეს, ის დღეს ჩანიშნულ ღონისძიებას არ გააუქმებს.

"უზარმაზარი ფინანსური ხარჯები გავწიეთ იმ პროტოკოლის შესაბამისად, რომ შეგვძლებოდა ფუნქციონირების დაწყება. დავაყენეთ მთვლელი კამერები, ის პროტოკოლი რომელზეც ვიმუშავეთ ამ 6 თვის განმავლობაში იმის აღსრულებისთვის ძალიან დიდი ფინანსური ხარჯის გაწევა მოგვიწია. მთავარია, რომ ეს სივრცე არ იქნას დალუქული, თუნდაც ჩემი დაჭერის ფასად, ამ სივრცის დალუქვას არ დავუშვებ," - ამბობს ნაჯა ორაშვილი.

ღამის კლუბის დალუქვას აპროტესტებს "ბასიანის" კიდევ ერთი წარმომადგენელი. ის ამბობს, რომ კლუბში ყველანაირი შესაბამისი კოვიდრეგულაცია დაცულია და მათთვის გაუგებარია, რატომ არ ეძლევათ საშუალება, განაგრძონ ფუნქციონირება. 

"დაათვალიერეს მთელი სივრცე და თვითონვე იყვნენ გაკვირვებულები, როგორ დაცული იყო და როგორ ზედმიწევნით კარგად იყო შესრულებული ყველანაირი რეგულაცია, რაც კი ჩვენითვე შევიმუშავეთ და აქედან პირდაღებულები გავიდნენ, მახსოვს მათი სახეები. ახლა ვინაიდან, ძალების თამაში მიდის და რაღაც აბსურდული დავალებები აქვთ, ვითომ 17-ში რომ ივენთი ჩავატარეთ, ეგ იყო დარღვევა და იმის საფუძველზე მოდიან და ახლა გვლუქავენ, რაც არის აბსურდი," - ამბობს ღამის კლუბის წარმომადგენელი.

ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, ადგილზე იმყოფებიან შრომის ინსპექციის წარმომადგენლებიც.

ავტორი: სანდრო კაჭახიძე 

დღის ამბები