28 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში, უკრაინის ომბუდსმენი მხარედ ჩაერთვება - ექსპრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატი 

მიხეილ სააკაშვილი ისევ გორის ჰოსპიტალში რჩება და რეაბილიტაციას გადის - ყოფილ პრეზიდენტთან ამ წუთებში, დედა - გიული ალასანია და შვილი - ნიკოლოზ სააკაშვილი იმყოფებიან.

დღესვე, ის უკრაინელმა ადვოკატებმა მოინახულეს. ექსპრეზიდენტის ინტერესების დამცველების თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში, უკრაინის ომბუდსმენი მხარედ ჩაერთვება.

"ევროპულმა სასამართლომ უკრაინის ომბუდსმენს გამოუგზავნა წერილი, რომ ის იქნება საქმის - "მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" მონაწილე და მხარე. გათვალისწინებული იქნება მის მიერ წარდგენილი განმარტებები და მტკიცებულებები. როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ადვოკატები ლუდმილა დენისოვას გადავცემთ გარკვეულ დოკუმენტებს. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია მოხდეს შესაბამისი სამედიცინო შემოწმება, მკურნალობა და რეაბილიტაცია. უკრაინის პრეზიდენტმა ოფიციალური პოზიცია გასულ კვირას გამოხატა. ის თვალს ადევნებს ამ სიტუაციას და ცდილობს სულ მცირე შექმნას ყველანაირი პირობა, რათა მიხეილ სააკაშვილმა, შესაბამისი მკურნალობა მიიღოს. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტების ხაზით,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი.

დღის ამბები