28 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
რატომ დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა - კახა კუჭავას პირველი კომენტარი

პარლამენტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე, კახა კუჭავა მის მიერ თანამდებობდის დატოვების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა გუნდთან ერთად უკვე ერთი თვეა მიმდინარეოს. როგორც კუჭავა ამბობს, ის რჩება პოლიტსაბჭოში და მნიშვნელოვან პროექტებზე აგრძელებს მუშაობს. 

კახა კუჭავამ თითოეულ თანამშრომელს და მთლიანად გუნდს მადლობა გადაუხადა.  

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო სპიკერის თანამდებობა, დაახლოებით თვე არის უკვე ჩვენს გუნდთან ერთად ამ საკითხზე გვქონდა საუბარი. მე ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, თუმცა დეტალებზე აქ არ ვისაუბრეთ, რადგან მომავალ წელს გაიგებთ უფრო მეტ დეტალს ამ პროექტის მიმართულებასთან დაკავშირებით, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ.

პარლამენტი არის ის ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება, არ იყო მარტივი პერიოდი რომელიც გავიარეთ. მე შევეცადე ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე, ვთვლი, რომ დიდწილად შევძელი ამის გაკეთება... 

ბევრი საინტერესო ახალი პროექტი დავიწყეთ, რომელსაც დარწმუნებული ვარ, შალვა პაპუაშვილი საკმაოდ წარმატებით დაასრულებს და ბევრს სიახლესაც შემოგვთავაზებს. მე წარმატება მინდა მას ვუსურვო," - ამბობს კახა კუჭავა. 

დღის ამბები