28 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, პარლამენტს გიორგი ამილახვარი წარედგინება

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, პარტიის პოლიტსაბჭომ გიორგი ამილახვრის კანდიდატურა წარადგინა:

"პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თანამდებობაზე, პარლამენტს გიორგი ამილახვარი წარედგინება. ის ამ დრომდე, კომიტეტში პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ჩვენი აზრით, ის უალტერნატივო კანდიდატურაა ამ თანამდებობაზე,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები